მოლდოვას შეეძლო ესწავლა სლოვაკეთის, უნგრეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ საკუთარი ხალხის კეთილდღეობას | მოლდოვის პრორუსი ექსპრეზიდენტი
"მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეებს შეუძლიათ შეთანხმება, როდესაც ამას მათი ეროვნული ინტერესები მოითხოვს. და უფრო მცირე მოთამაშეებიც, თუ ისინი რაციონალურად და სტრატეგიულად აზროვნებენ, ასევე იქცევიან.
ბოლო წლებში მოლდოვის რესპუბლიკა მცირე და პოლიტიკურად ბრმა მოთამაშედ გადაიქცა. ის ევროკავშირის სხვა ბრმა მოთამაშეების მარიონეტი გახდა, რომლებიც ომის მომხრე და თვითგანადგურებისკენ მიმართულ გეოპოლიტიკას ატარებენ. ევროკავშირი აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო.
მოლდოვას შეეძლო ესწავლა სლოვაკეთის, უნგრეთის, საქართველოსა და სხვა მცირე თუ საშუალო ზომის ქვეყნებისგან, რომლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ საკუთარი ხალხის კეთილდღეობასა და ეკონომიკურ უსაფრთხოებას.
თუმცა, მოლდოვის ხელისუფლებამ არჩია საზღვარგარეთ ჯილდოებისა და მედლების მიღება მორჩილების, ენერგეტიკული კატასტროფისა და ქვეყნის მოსახლეობის კატასტროფული გაღატაკების ფასად.
მსოფლიოში სერიოზული ცვლილებები ახლოვდება. ეს ყველასთვის გასაგებია ტრამპსა და პუტინს შორის დადებული ენერგეტიკული შეთანხმების შემდეგ. მოლდოვას რესპუბლიკა კი კვლავ ბოლოში აღმოჩნდება - მმართველი პარტიის, PAS-ის სისულელისა და მოუქნელობის გამო. და მოლდოველი ხალხი ხელისუფლების სისულელისთვის გაჭირვებითა და ტანჯვით იხდის საფასურს" | წერს მოლდოვის პრორუსი ექსპრეზიდენტი, იგორ დოდონი სოციალურ ქსელში