დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ბიზნესშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც პოლიტიკაში იყო | მაჭავარიანი
"მამუკა მდინარაძე გამოკვეთილი ლიდერი იყო გუნდის. ძალიან ბევრი ისეთი გადაწყვეტილების მიღება უწევდა, რომელიც პირდაპირ სტრესთან არის დაკავშირებული. მან ძალიან დიდი წვლილი ითამაშა თავის მხრივ იმ შენარჩუნებულ მშვიდობაში რაც მთლიანად გუნდის დამსახურებაა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, თუმცა მამუკა მდინარაძის წვლილიც ამ ყველაფერში ძალიან დიდი იყო. წავიდა ბიზნესში და რა თქმა უნდა ვუსურვებ წარმატებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან წარმატებული იქნება იგი ბიზნესშიც, როგორიც იყო პოლიტიკაში" | ამბობს ოცნების დეპუტატი მაჭავარიანი.
12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკიდან წასულმა გენერალ-მაიორმა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა. კომპანია საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია და მისი დირექტორი ნინო ჭანტურიაა, 100%-იანი წილი კი თავად მდინარაძეს ეკუთვნის.