უკრაინამ ოფიციალურად აცნობა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხო აღარ არის. ომი ბრუნდება სახლში, რუსეთში
"უკრაინამ ოფიციალურად აცნობა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას [ICAO], რომ გაზრდილი სამხედრო აქტივობის გამო რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხო აღარ არის, და მოუწოდებს ყველას, თავი აარიდონ მას. უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფონზე, რუსეთი მიზანმიმართულად აიგნორებს არსებულ საფრთხეებს, რამაც გასულ წლებში უკვე გამოიწვია რამდენიმე ინციდენტი. უკრაინის წინააღმდეგ რუსული ტერორის მკვეთრი ესკალაციის პარალელურად, რუსეთის საჰაერო სივრცე სულ უფრო სახიფათო ხდება. უკრაინული მხარის განცხადებით, ICAO-ს, ავიაკომპანიებისა და მთავრობების გაფრთხილება არის პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება შესაძლო ინციდენტების თავიდან ასაცილებლად - მაშინაც კი, როდესაც რუსეთი უარს ამბობს შეასრულოს საკუთარი მოვალეობა და თავად მიაწოდოს მათ ინფორმაცია. ომი ბრუნდება სახლში, რუსეთში. უკრაინა იყენებს თავდაცვის ბუნებრივ უფლებას გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად" - წერს X-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიჰიგა.
გუშინ, 1 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორი ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთის ცა სახიფათო ხდება იდ დე-ფაქტო დაიხურება.