Starlink-ის რუსულმა ანალოგებმა ორბიტიდან ვარდნა დაიწყეს და სავარაუდოდ ატმოსფეროში დაიწვებიან | Ukraine context
რუსული სატელიტური ინტერნეტ-სისტემა Рассвет-ის ორი თანამგზავრმა სიმაღლის სწრაფად დაკარგვა დაიწყო და შესაძლოა მალე ატმოსფეროში დაიწვას. Telegram-არხი Ukraine context ორბიტალური დაკვირვების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, საუბარია №17 და №23 აპარატებზე, რომლებიც რუსეთმა ორბიტაზე ჯერ კიდევ ივლისში გაუშვა. ამ ინფორმაციით, ამჟამად ორივე მათგანი დაახლოებით 240-260 კილომეტრის სიმაღლეზე იმყოფება და ყოველდღიურად კიდევ 1.6 კილომეტრით დაბლა ეშვება. თუ რუსები ამ აპარატების ორბიტის კორექტირებას ვერ შეძლებენ, თანამგზავრები ატმოსფეროში დაიწვებიან.
№17 და №23 აპარატი იმ 16-თანამგზავრიანი მეორე პარტიის ნაწილია, რომელიც რუსულმა კომპანია „ბიურო 1440“-მა ორბიტაზე წელს ივლისში გაუშვა და
ვერცერთმა ვერ მიაღწია გათვლილ სამუშაო სიმაღლეს.
პროექტ Рассвет-ს კრემლი და მისი მედია Starlink-ის რუსულ სუვერენულ "ანალოგად" მოიხსენიებენ.