"რუსული ეკონომიური სანქციები საქართველოზე ატარებს გამაფრთხილებენ ხასიათს, ივანიშვილის მიმართ. ისევე როგორც ზაფხულში რუსებმა გამოიყენეს ქართული ენერგო სისტემის მოწყვლადობა ბიტკოინების გამო და ორჯერ ჩააბნელეს საქართველო ქოც რეჟიმის გასაფრთხილებლად, რომ დროზე დაეწყო რუსებისთვის დაპირებული გეგმის განხორციელება.
ეს გეგმა კი ითვალისწინებს ოკუპირებული ტერიტორიების და მათი დე ფაქტო საზღვრების აღიარებს. ეს თავის მხრივ რუსებს აფხაზეთზე რკინიგზის გასახსნელად და ირანთან ამ გზით დასაკავშირებლად სჭირდება. რათა პრობლემები შეუქმნას კავკასიაზე გამავალ შუა დერეფანს, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონის დამოუკიდებლობისთვის. საქართველოს იყენებენ ტროას ცხენად რეგიონში.
ეს გეგმა ასევე ითვალისწინებს საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და ქვეყნის ნეიტრალიტეტის გამოცხადებას. ამ გეგმის ამოქმედებას უნიათო დიქტატორი ჯერ ვერ იწყებს, ქართული საზოგადოების მწვავე რეაქციის შიშით.
ახლა ქოცები ზრდიან პენსიებს და რაღაც კაპიკებს აძლევენ დევნილებს, ვინაიდან არჩევნები ჯერ არ არის მოსალოდნელი, ეს სოციალური ნაბიჯები, ტროლბოტების ახალი ფეიკ ექაუნთების გამოჩენა აიხსნება მხოლოდ ერთი რამით, რომ წლის ბოლომდე აპირებენ, რომ აამოქმედონ საქართველოს დასამარების ეს რუსული გეგმა და ცდილობენ საზოგადოებაში საპროტესტო განწყობის წინასწარ ჩახშობას.
ჩვენ ბოლომდე უნდა გავიაზროთ ეს სიტუაცია და კარგად ვიყოთ მზად! უნდა გავაფრთხილოთ და დავამობილიზოთ საზოგადოება" | ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.
რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა | დოკუმენტი 9 ოქტომბრითაა დათარიღებული და წერია, რომ „შემოღებულია დროებითი სანიტარული ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით“ მათ მიერ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის „სურსათის უვნებლობის შესახებ“ მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკვები პროდუქტები, რომლებიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის ან საბაჟო კავშირის სხვა მოთხოვნებს, რომლებიც მათზე ვრცელდება, ექვემდებარება მიმოქცევიდან ამოღებას ეკონომიკური ოპერატორის მიერ დამოუკიდებლად ან საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ბრძანებით: „თუ დადგინდება ამ წერილში მითითებული შესაბამისი საკვები პროდუქტების არსებობა, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ ზომები მათი მიმოქცევიდან ამოსაღებად“