პოლიტიკა

მანანა კობახიძეს ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება | საკონსტიტუციო

13 ოქტომბერი, 2026 - 17:57

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N 2, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში," - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მანამდე, რამდენიმე დღის წინ მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის საქმეზე, თვითაცილება მოითხოვა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არ დაუკმაყოფილა.