ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს საკონსტიტუციო 21 ოქტომბერს იწყებს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბერს იწყებს. ოპოზიციონერი ლიდერები წერენ, რომ სხდომები მიყოლებით სამი დღის განმავლობაში ჩაინიშნა და ამის შესახებ დღეს შეატყობინეს.
„დამირეკეს საკონსტიტუციო სასამართლოდან, პარტიების აკრძალვის პროცესები ჩანიშნეს ფორსირებულად. • 21 ოქტომბერი • 22 ოქტომბერი • 23 ოქტომბერი მონდომებაც ამას ჰქვია!“ | წერს ლელო - ძლიერი საქართველოს ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში
მოგვიანებით ამ საკითხზე ინფორმაცია გაავრცელეს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც:
„21, 22, 23 ოქტომბერს ოქროს ურდოს ბათუმის ფილიალში დამიბარეს: საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს პარტიების გაუქმებასო PS მანამდე რამდენიმე შეხვედრა, ეთერი, კონფერენცია ჩავატაროთ რა, რომ ყველანაირ არჩევნებში შევდივართ და ყველა პარლამენტში და ყველა საკრებულოში წევრნახევარი უნდა გვყავდეს. ვთპ" | წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში
"დამირეკეს საკონსტიტუციო სასამართლოდან, ჩაინიშნა სხდომები “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროას” აკრძალვასთან დაკავშირებით" | დაწერა კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, თენგო თევზაძემ
"საკონსტიტუციო სასამართლოდან დამირეკეს, 21, 22, 23 ოქტომბერს მობრძანდით, თქვენი აკრძალვის პროცესზეო… მეთქი ქალბატონო, ან სარჩელი გადმოგზავნეთ ოფიციალურად, ან ჩვენს პოზიციას დაელოდეთ წერილობით… არ გვჭირდება, ბატონო, ეგენიო. ბოლოს მეუბნება, ნაცმოძრაობის ან/და ფედერალისტებსაც ხომ ვერ დამაკავშირებო, მეთქი ქალბატონო, თქვენ მართლა კოლექტიური ნაცმოძრაობა ხო არ გგონივართ-მეთქი? 😆 წადით და ვასილ როინიშვილს ჰკითხეთ “ნაცმოძრაობის” საკონტაქტოთქო. მგონი უჩემოდაც გავლენ კონტაქტზე 😁" | დაწერა გახარია საქართველოსთვის წევრმა, ბერდია სიჭინავამ