საზოგადოება

ძმები კაკულიები მათ წინააღმდეგ საქმის შეწყვეტას ითხოვენ

15 ოქტომბერი, 2026 - 15:14

 „კატეგორიულად არ ვეთანხმები ბრალს! პროკურატურამ წარგვიდგინა აბსურდული ბრალი და რაც მთავარია გამოგონილი მოტივით. ამ პატაკის ავტორს ამ ფანტაზიით თავისუფლად შეეძლო ჰოლივუდში სცენარისტად ემუშავა. არცერთ შემდეგ სხდომაზე დასწრებას არ ვაპირებთ და ქალბატონო მოსამართლე, ვითხოვთ, ამ პროცესიდან ახლავე გაგვათავისუფლონ" [IPN] - განაცხადა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა გურამ კაკულიამ.

შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში მოკლეს. შსს-ს ცნობით, კვარაცხელიას 2000 წელს დაბადებულმა აკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან 1999 წელს დაბადებულ გიორგი კავილაძესთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. მკვლელობაში ბრალდებულები წყნეთში დააკავეს. მათ 17 და 16 წლით პატიმრობა მიესაჯათ. ნიკო კვარაცხელიას ოჯახი მიიჩნევს, რომ მკვლელობას დამკვეთი ჰყავდა და საქმის ამ მიმართულებით გამოძიებას ითხოვს