პოლიტიკა

შაბათს „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა - შეკრებას ივანიშვილიც დაესწრება

15 ოქტომბერი, 2026 - 18:03

შაბათს „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა - შეკრებას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

 კონკრეტულად რა მიზნით იკრიბებიან დეპუტატები არასამუშაო დღეს და მოსალოდნელია თუ არა რაიმე სახის ცვლილებები - ჯერ უცნობია. როგორც წესი, უმრავლესობის სხდომა ორშაბათობით იმართება.

ოფიციალური ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებენ.