უცხოეთი

უკრაინელი სამხედროებისთვის თანამგზავრული სისტემა Starshield-ის მუშაობის შეზღუდვის ბრძანება თეთრმა სახლმა გასცა | Reuters

16 ოქტომბერი, 2026 - 10:02

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის სამხედროებისთვის განკუთვნილი თანამგზავრული სისტემის, Starshield-ის მუშაობის შეზღუდვის ბრძანება თეთრმა სახლმა გასცა.

ანონიმური ამერიკელი და დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებით, პენტაგონმა მიიღო დირექტივა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის SpaceX-ის სამხედრო კავშირის სიჩქარე ხელოვნურად შეენელებინათ. არ კონკრეტდება, ვინ მიიღო გადაწყვეტილება.

უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო სისტემის ექსპლუატაციის დროებით შეზღუდვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერების მოთხოვნა დაიწყო.

Reuters-ის ცნობით, სამშაბათს და ოთხშაბათს Starshield-ის მოულოდნელი შეზღუდვის შემდეგ, უკრაინელი მაღალჩინოსნები თეთრ სახლს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და პენტაგონს დაუკავშირდნენ. ერთ-ერთი უკრაინელი ჩინოვნიკის თქმით, ვაშინგტონმა კიევს განუცხადა, რომ ეს თეთრი სახლის გადაწყვეტილება იყო.

კიევში აცხადებენ, რომ ამ შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების წინააღმდეგ დარტყმითი მისიების განხორციელება და ლოჯისტიკის უზრუნველყოფა, ასევე შეზღუდა რუსული Shahed დრონების ჩამოგდება.

Starshield სისტემა SpaceX-მა Starlink თანამგზავრული ქსელის საფუძველზე, სპეციალურად სამთავრობო მომხმარებლებისა და ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურებისთვის, კერძოდ, პენტაგონისთვის შეიმუშავა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ Starshield სისტემა ეკუთვნის და კონტროლდება აშშ-ის მთავრობის მიერ, ამიტომ სიჩქარის ან გამოყენების ნებისმიერ შეზღუდვას განსაზღვრავს პენტაგონი ან პრეზიდენტი ტრამპი.