უკრაინამ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ვლადიმირის თბოელექტროსადგურსა და მოსკოვის რეგიონს დაარტყა
უკრაინამ რუსულ ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიში განაახლა და რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა, რასაც ობიექტზე ძლიერი ხანძარი მოყვა. 16 ოქტომბრის ღამით უკრაინული დრონების სამიზნე გახდა რუსეთის ქალაქი ვლადიმირიც. რეგიონში აფეთქების ხმები ისმოდა. იერიშები განხორციელდა თბოელექტროსადგურსა და ტექნოლოგიურ ობიექტებზე.
ვლადიმირისა და რიაზანის გარდა უკრაინულმა დრონებმა შეტევა მოსკოვის რეგიონზეც მიიტანეს. ადგილობრივი მედიისა და საინფორმაციო მონიტორინგის არხების ცნობით, მოსკოვის ოლქში აფეთქებების სერიას რამდენიმე ადგილას ხანძარი მოჰყვა, მოსკოვის ოთხივე ძირითადმა აეროპორტმა - „ვნუკოვომ“, „დომოდედოვომ“, „ჟუკოვსკიმ“ და „შერემეტიევომ“ მუშაობა შეაჩერა