დღეს საქართველო ახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას და დინამიურ ეკონომიკურ განვითარებას | ბოჭორიშვილი
"ჩვენს რეგიონში მდგრადი მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევა დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით კიდევ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება. ამ მოცემულობაში საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა და საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება არის ერთადერთი გზა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს საქართველო ახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას და დინამიურ ეკონომიკურ განვითარებას და რეგიონში მნიშვნელოვანი როლის და ფუნქციის განხორციელებას...საქართველო არის ეუთოს კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი მონაწილე სახელმწიფო, რომელიც ერთგულია ორგანიზაციის პრინციპების და პატივს სცემს ამ ორგანიზაციას და მის ინსტიტუტებს " | თქვა მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, იგნაციო კასისისთან ერთობლივ ბრიფინგზე.