ისინი არიან არაკონსტიტუციურები. შესაბამისად, ეს საკითხი ვფიქრობ, რომ მარტივად უნდა გადაწყდეს საკონსტიტუციო სასამართლოში | კობახიძე ოპოზიციაზე
"ამ სარჩელში ძალიან მარტივი საკითხია დასმული. თქვენ იცით, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არ აღიარებენ არსებული კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმურობას და მარტივად ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს ვინ არის მართალი. გამოდის, რომ ან ისინი არიან მართლები თეორიულად, ან ვინც ამას ამბობს ის უპირისპირდება უხეშად საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას. ეს არის ის საკითხი, რომელსაც გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო...ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ისინი არიან არაკონსტიტუციურები გამომდინარე მათი განცხადებებიდან, მათი ქმედებებიდან, მათი წარსულიდან, მათი აწმყოდან და მათი სამომავლო გეგმებიდან, შესაბამისად, ეს საკითხი ვფიქრობ, რომ მარტივად უნდა გადაწყდეს საკონსტიტუციო სასამართლოში" | ამბობს კობახიძე