EU-ს წარმომადგენლობის პოზიცია რუსეთის საქართველოს მიმართ პოლიტიკასთან შედარებითაც კი არის სამარცხვინო | პაპუაშვილი
"ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო პოზიცია, რომელიც რუსეთის საქართველოს მიმართ პოლიტიკასთან შედარებითაც კი არის სამარცხვინო იმ მხრივ, რომ აუქმებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ფაქტობრივად გვიცხადებს, რომ ევროკავშირის თვალში საქართველო არის პირველყოფილი თემური წყობილება, სადაც სხვადასხვა თემებთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ევროკავშირის წარმომადგენლობას." | ამბობს პაპუაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაზე.
„ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას 30 წელზე მეტია უჭერს მხარს.
1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში წინსვლის ხელშეწყობისთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობის განვითარება, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში მხარდაჭერა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და სხვა მრავალ მიმართულებასთან ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის ხელშეწყობა.
საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის
გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას.
ამ ძალისხმევის მიმართ ჩვენს ერთგულებას კვლავ ვადასტურებთ. 2026 წელს, ევროკავშირი, ახალი პროექტების განსახორციელებლად, 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოჰყოფს, რითიც განაგრძობს რეალური, დადებითი ცვლილებების განხორციელებას ოჯახებისა და თემებისთვის მთელ საქართველოში.![]()
პროექტების მიმართულებებია:
პატარა ქალაქებსა და დაბებში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა;
ცვალებადი შრომის
ბაზრის შესაბამისი უნარების განვითარება;
სოციალურ-ეკონომიკური განვითარება სოფლებსა და რეგიონებში, ამ პროცესებში ქალების ჩართულობით;
ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება და სურსათის ხარისხის ამაღლება;
ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა;
უსაფრთხო და ორგანიზებული მიგრაციის ხელშეწყობა;
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნა;
აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერის გაგრძელება“ | წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში