ოცნების პროპაგანდა ღარიბაშვილის, მისი ცოლის ძმისა და ასავალ-დასავალის რედაქტორების წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის მუხლით საქმის აღძვრას აანონსებს
ოცნების პროპაგანდა ღარიბაშვილის, მისი ცოლის ძმისა და ასავალ-დასავალის რედაქტორების წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის მუხლით საქმის აღძვრას აანონსებს. ამის შესახებ ინფორმაცია ქეთევან მიქიაშვილის გვერდზე გამოქვეყნდა, რომელიც არსებული ინფორმაციით, ოცნების ტროლია და ყალბი პროფილის უკან ლაშა ნაცვლიშვილი დგას:
"დღეს ზოგიერთს გაუკვირდა, რომ ქართული ოცნების რეგიონალურმა მდივანმა დიტო სამხარაძემ "ასავალ-დასავალს" უბორნიის მაკულატურა უწოდა. სინამდვილეში, დაგვიანებულიც კია ეს მხილება, რადგან დიდი ხანია ლაშა ნადარეიშვილი და დიტო ჩუბინიძე, ანუ ასავალ-დასავალი ემსახურება კონკრეტული ადამიანების დავალებების შესრულებას. მათ შორის, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ნადარეიშვილმა და ჩუბინიძემ კონკრეტული თანხა აიღეს ღარიბაშვილის ცოლის ძმის, თამაზაშვილისგან, რათა ირაკლი კობახიძეზე გაევრცელებინათ უბინძურესი ტყუილი, თითქოს და გარეჯის გაყიდვაზე. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ როგორც თანხის გადაცემის მომენტი, ასევე ლექსო თამაზაშვილისგან ნადარეიშვილთან მოლაპარაკების პროცესი არის ჩაწერილი ვიდეო ფაილზე, მაქვს ასევე ის ინფორმაციაც, რომ მიდის ფარული გამოძიება ამ ნაძირლების წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის ფაქტზე. ცოტაც მოვიცადოთ " | წერია ქეთევან მიქიაშვილის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.