საზოგადოება

"იმედის" მესაკუთრეთა შემადგენლობა და წილები შეიცვალა | ნათია სონღულაშვილმა მაგდალინა ანიკაშვილს წილი 100 ლარად მიჰყიდა

16 ოქტომბერი, 2026 - 15:29

"იმედის" მესაკუთრეთა შემადგენლობა და წილები ისევ შეიცვალა | ცვლილება საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დღეს, 16 ოქტომბერს დაარეგისტრირა.

ამჯერად 100%-იანი წილი ოთხ ფიზიკურ პირს შორის თანაბრად - 25-25%-იანი პროპორციით გადანაწილდა. 16 ოქტომბერს გაფორმებული წილის ნასყიდობის 3 ხელშეკრულების მიხედვით, ჯამში 700 ლარად გასხვისდა კომპანიის კაპიტალის 70%-იანი წილი: შპს „პრაიმ მედია გლობალმა“ (დირექტორი: ილია მიქელაიშვილი), რომელიც კომპანიის 50%-იან წილს (50 ერთეული წილი) ფლობდა, თავისი წილი სრულად გაყიდა 500 ლარად . ვასილ კალანდარიშვილმა (მინდობილი პირის, ნათია სონღულაშვილის მეშვეობით) თავისი 10%-იანი წილი (10 ერთეული წილი) სრულად მიჰყიდა მაგდალინა ანიკაშვილს 100 ლარად.

ნათია სონღულაშვილმა თავისი 10%-იანი წილი ასევე სრულად მიჰყიდა მაგდალინა ანიკაშვილს სიმბოლურ ფასად - 100 ლარად.

კომპანიის მესაკუთრეთა განახლებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მარიამ ლომიძე - 25%

ირაკლი ჩიხლაძე - 25%

მაია ჩიგოშვილი - 25%

მაგდალინა ანიკაშვილი - 25%