პოლიტიკა

ზელენსკიმ პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა უნგრეთის პრემიერმინისტრ მადიართან

16 ოქტომბერი, 2026 - 16:53

ზელენსკიმ პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა უნგრეთის პრემიერმინისტრ პეტრე მადიართან. პირისპირ შეხვედრა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში გაიმართა და ის დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებების ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა უნგრეთის მიერ გამოცხადებულ 10-15 წუთს.

„შევხვდი უნგრეთის პრემიერმინისტრ პეტერ მადიარს. პირისპირ ვისაუბრეთ ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებსა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. მადლობა გადავუხადე ბატონ პრემიერმინისტრს პრინციპული ნაბიჯებისთვის და მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გახსნისთვის. ვმუშაობთ იმისთვის, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი ორიც გაიხსნას. ასევე ვისაუბრეთ უკრაინასა და უნგრეთს შორის თანამშრომლობისა და ვაჭრობის შესაძლებლობებზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საკითხზე. უკრაინა ყოველთვის კეთილმეზობლობისა და ურთიერთგაგების მომხრეა. შევთანხმდით, რომ განახლდება ერთობლივი მუშაობა სხვადასხვა დონეზე და მოხდება ვიზიტების გაცვლა - ჩვენი გუნდები იმუშავებენ თარიღებზე." | განაცხადა ზელენსკიმ.