უცხოეთი

ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ლინდსი გრემის კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება შეაჩერა

17 ოქტომბერი, 2026 - 10:26
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაჩერა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ახალი მასშტაბური სანქციების პაკეტი, რომლის ინიციატორიც რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი იყო | ამის შესახებ ტრამპის ბრძანებაშია საუბარი. თეთრმა სახლმა სანქციების დროებით შეჩერება „ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების“ დაცვის აუცილებლობით განმარტა
 
კონგრესის მიერ ორპარტიული თანხმობით მიღებული კანონმდებლობა ითვალისწინებდა 500%-იან ტარიფებს რუსულ საქონელზე, 100%-მდე ტარიფებს რუსული ენერგორესურსების უმსხვილეს იმპორტიორებზე, ასევე შეზღუდვებს რუსულ ბანკებსა და ტანკერების „ჩრდილოვან ფლოტზე“