„რუსეთთან კორუფციული ნავთობგარიგებების აკრძალვის აქტი“ და „ფრონტის ხაზის ინოვაციების აქტი“ | აშშ-ის კონგრესში 2 ორპარტიული კანონპროექტი დარეგისტრიდა
აშშ-ის კონგრესში დარეგისტრირდა კანონპროექტი სახელწოდებით „რუსეთთან კორუფციული ნავთობგარიგებების აკრძალვის აქტი“. ინიციატორები საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები - დემოკრატი გრეგორი მიქსი და რესპუბლიკელი დონ ბეკონი არიან.
კანონპროექტი მას შემდეგ შეიმუშავეს, რაც დონალდ ტრამპმა რუსულ დიზელზე დროებით სანქცია მოხსნა.
„რუსეთთან კორუფციული ნავთობგარიგებების აკრძალვის აქტი“ ითვალისწინებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული იმ ლიცენზიის გაუქმებას, რომელიც 2027 წლის აპრილამდე რუსული დიზელის შესყიდვას უშვებდა, და კრძალავს მომავალში მსგავსი ნებართვების გაცემას.
დოკუმენტი უკრძალავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას ნებისმიერი სახის ინვესტიციის განხორციელებას რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში.
კანონპროექტი პირდაპირ ავალდებულებს ტრამპის ადმინისტრაციას, დააწესოს მკაცრი სანქციები რუსულ ენერგეტიკაზე.
კონგრესში კიდევ ერთი ორპარტიული კანონპროექტი დარეგისტრირდა -„ფრონტის ხაზის ინოვაციების აქტი“. დამტკიცების შემთხვევაში კანონი პენტაგონის თავდაცვის ინოვაციების განყოფილებას უფლებას აძლევს შეაფასოს და ფინანსური ინვესტიციები ჩადოს უკრაინულ სამხედრო-ტექნოლოგიურ კომპანიებში. აქამდე ამას ამერიკული კანონმდებლობა მკაცრად ზღუდავდა.