უცხოეთი ციტატა

ევროკავშირის ტესტმა დაადასტურა, რომ Starlink-ის შეზღუდვები მხოლოდ უკრაინაში მოქმედებს | ზელენსკი

17 ოქტომბერი, 2026 - 17:15

ევროკავშირის ტესტმა დაადასტურა, რომ Starlink-ის შეზღუდვები მხოლოდ უკრაინაში მოქმედებს | ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისებთან.

"იმის გასაგებად, ეს ნამდვილად SpaceX-ის ტექნიკური პრობლემებია თუ რაღაც ტიპის ოპერაცია ან შეთანხმება, რომ შეგვზღუდონ, გაგვთიშონ, ხელი შეგვიშალონ თავდაცვასა და ჩვენი ხალხის დაცვაში... ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე გავაგზავნეთ წყვილი ავტომობილი Starlink-ით და ისინი გადაადგილდებოდნენ სიჩქარით, სადაც ეს შესაძლებელი იყო, 180 კმ/სთ-ზე მეტით. Starlink-ი მუშაობს. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ჩანაწერები და შესაბამისი მტკიცებულებები... ევროკავშირის ტესტმა დაადასტურა, რომ Starlink-ის შეზღუდვები მხოლოდ უკრაინაში მოქმედებს“ | განაცხადა ზელენსკიმ.

Starlink-ისადმი წვდომის შეზღუდვაზე მასკმა თავისი პასუხისმგებლობა 14 ოქტომბერს უარყო და ამაში თეთრი სახლი დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ „სიჩქარის ან გამოყენების ნებისმიერი შეზღუდვები შემოღებულ იქნა ამერიკელი სამხედროების და საბოლოო ჯამში, აშშ-ის პრეზიდენტის, მიერ“. ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, იმის შემდეგ, რასაც კიევში ელექტროენერგიის გათიშვის გამო „სისხლიანი ღამე“ უწოდეს, ილონ მასკი შეშფოთებული იყო ევროპელი მომხმარებლების მხრიდან შესაძლო უარყოფითი რეაქციის გამო.