„ორივე სხდომას ესწრებოდა და უძღვებოდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამ შეხვედრების მიზანი იყო მიმდინარე საკითხების განხილვა. ორივე ფორმატში განხილულ იქნა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმდინარე საკითხები. რა თქმა უნდა, როგორც პოლიტსაბჭოს წევრებისთვის, ისე საპარლამენტო უმრავლესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან მოესმინათ მისი შეხედულებები, მისი დამოკიდებულებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
ორივე შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში, ძალიან საინტერესოდ. ეს არის ის, რაც განხილულ იქნა როგორც ერთ, ისე მეორე შეხვედრაზე. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბატონი ირაკლი კირცხალიას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და ასევე ბატონი ზურაბ პატარაძის - აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე" | თქვა კობახიძემ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების დასრულების შემდეგ