უცხოეთი

ერევანში დაკარგულმა რუსეთის მოქალაქემ სომხეთი საქართველოს საზღვრის გავლით დატოვა | სომხეთის შსს

17 ოქტომბერი, 2026 - 17:47
ერევანში დაკარგულმა რუსეთის მოქალაქემ, სვეტლანა ფრაიჟიმ, სომხეთი 14 ოქტომბერს, საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტის გავლით დატოვა | ამის შესახებ განცხადება სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ნარეკ სარგსიანმა რუსულ მედიასთან გააკეთა.
 
რუსული მედიის ცნობით, 66 წლის რუსეთის მოქალაქე ბოლოს 14 ოქტომბერს ნახეს. ის რუსეთიდან ერევანში ავტობუსით 10 ოქტომბერს ჩავიდა, ხოლო 11 ოქტომბერს პარიზში უნდა გაფრენილიყო. დაკარგულის შვილის განცხადებით, სვეტლანა აეროპორტში მივიდა, თუმცა თვითმფრინავში არ ჩამჯდარა.