ISW: რუსეთმა იმაზე 45-ჯერ ნაკლები ტერიტორია დაიპყრო, ვიდრე პუტინი აცხადებს
რუსეთმა იმაზე 45-ჯერ ნაკლები ტერიტორია დაიპყრო, ვიდრე პუტინი აცხადებს | ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, პუტინი საჯაროდ აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში 6 500 კვადრატული კილომეტრი დაიპყრო და 310 დასახლებული პუნქტი დაიკავა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება..
ISW-ის შეფასებით, იანვრიდან სექტემბრამდე რუსეთის წმინდა ტერიტორიულმა ნამატმა სულ რაღაც 144.5 კვადრატული კილომეტრი შეადგინა. ამასთან, 1 სექტემბრიდან მოყოლებული, უკრაინული კონტრშეტევების შედეგად რუსეთმა დაახლოებით 122 კვადრატული კილომეტრი უკვე დაკარგა.
ISW-ის ანალიტიკოსების დასკვნით, კრემლის მიერ ფრონტზე არსებული ვითარების გაზვიადება მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის ნაწილია. მოსკოვი ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს რუსეთის გამარჯვება გარდაუვალია, რათა უკრაინასა და მის დასავლელ პარტნიორებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს და ისინი კრემლისთვის ხელსაყრელ პირობებზე დაიყოლიოს.