უცხოეთი ციტატა

რუსეთი გეგმავს ბელარუსში ბალისტიკური რაკეტების განთავსებას უკრაინის დასავლეთი რეგიონების დასარტყმელად | ზელენსკი

17 ოქტომბერი, 2026 - 18:35
 
"ჩვენ ვიცით, რომ რუსები ბელარუსის ტერიტორიაზე რაკეტებს ათავსებენ, რათა გამოიყენონ ეს დრონების დერეფანი და გააძლიერონ თავდასხმები. მაგრამ ეს მათთვის არ არის საკმარისი. მათ სჭირდებათ ლუკაშენკოს მხარდაჭერა, რომ განათავსონ სხვა ტიპის ტექნიკა ბელარუსის ტერიტორიაზე, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები. ისინი გეგმავენ ბელარუსში ბალისტიკური რაკეტების განთავსებას უკრაინის დასავლეთი რეგიონების დასარტყმელად...
ჩვენ საჰაერო თავდაცვას ვაძლიერებთ იმ თვალსაზრისით, სადაც მეტი დარტყმაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის გაზრდა მთელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ჩვენ გავზრდით ტურელების წარმოებას და ჩვენმა სამხედროებმა ისინი უნდა გადაანაწილონ" | განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ეს იქნება ბელარუსის უკრაინის წინააღმდეგ ომში პირდაპირი ჩართულობის კიდევ ერთი ფაქტი.