უცხოეთი

რომის პაპი ლეონ XIV საავადმყოფოდან გაწერეს

17 ოქტომბერი, 2026 - 19:45
რომის პაპი ლეონ XIV ჯემელის საავადმყოფოდან გაწერეს | ინფორმაციას Vatican News ავრცელებს და წერს, რომ პაპი ვატიკანში დაბრუნდა. ხვალ ის წმინდა პეტრეს მოედანზე ლოცვებს გაუძღვება. ექიმების განცხადებით, დილით პაპს სისხლის ანალიზი და გულმკერდის რენტგენი ჩაუტარდა. გამოცემა წერს, რომ ვატიკანში დაბრუნებამდე პაპმა წირვა ჯემელის საავადმყოფოს მე-10 სართულზე ამ მიზნისთვის გამოყოფილ ოთახში აღავლინა.
 
რომის პაპს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. სამშაბათს მარჯვენა ფილტვის ქვედა წილის ამოსაკვეთად ჩატარებულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მას 90-წუთიანი ოპერაცია ჩაუტარდა. კვანძი პირველად იმ შემოწმებისას აღმოაჩინეს, რომელსაც ვატიკანი „გეგმურ პროცედურას“ უწოდებს.