უცხოეთი ციტატა

უნგრეთი მზადაა, ხელი შეუწყოს უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტს თავისი ტერიტორიის გავლით | მადიარი

17 ოქტომბერი, 2026 - 22:23
უნგრეთი მზადაა, დართოს ნება და ხელი შეუწყოს უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტს თავისი ტერიტორიის გავლით | ამის შესახებ განაცხადა უნგრეთის პრემიერმინისტრმა პიტერ მადიარმა.
 
მადიარის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის სამიტის პლენარულ სხდომაზე კონკრეტული თხოვნით მიმართა პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს. ზელენსკიმ მათ მოუწოდა, დართონ ნება მარცვლეულის ტრანსპორტირებას მათი ტერიტორიების გავლით.
 
"მე ვთქვი, რომ თუ ეს უბრალოდ ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტია, მაშინ, რა თქმა უნდა, ამისათვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს“ | აღნიშნა მადიარმა.