Guardian: პუტინმა საკუთარ ჯარს უბრძანა უკრაინის მსხვილი ქალაქები საცხოვრებლად უვარგისი გახადონ, რათა ქვეყანა იძულებული გახდეს დანებდეს
პუტინმა საკუთარ ჯარს უბრძანა უკრაინის მსხვილი ქალაქები საცხოვრებლად უვარგისი გახადონ, რათა ქვეყანა იძულებული გახდეს დანებდეს | ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. ჟურნალისტების ცნობით, მათ ხელში ჩაუვარდათ რუსეთის ახალი გეგმა, რომელიც უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორის მნიშვნელოვან ესკალაციას ითვალისწინებს.
გამოცემა წერს, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი სამხედრო მოქმედებები მოწმობს გეგმის უკვე ამოქმედებაზე. გასულ კვირას რუსეთმა რაკეტებითა და დრონებით კიევში, ხარკოვსა და სხვა დიდ ქალაქებში ელექტროსადგურები დაბომბა. ამან გამოიწვია ელექტროენერგიის მუდმივი გათიშვა და წყალმომარაგების შეფერხება. მათივე ცნობით, რუსეთს გათვლილიც კი აქვს, რამდენი რაკეტა და დრონი დასჭირდება ამ მიზნის მისაღწევად. არსებული ინფორმაციით, პუტინის მთავარ სამიზნედ კვლავ კიევი რჩება.
Guardian-ის ცნობით, პუტინი ამ სტრატეგიას მიმართავს ფრონტის ხაზზე რუსული არმიის წარუმატებლობის, ასევე უკრაინის თავდაცვის ძალების ბოლოდროინდელი კონტრ