უკრაინაში "საჰაერო განგაშის“ აპლიკაციაში რუსების რაკეტებისა და დრონების გადაადგილების რუკა გამოჩნდა
უკრაინაში "საჰაერო განგაშის“ აპლიკაციაში რუსების რაკეტებისა და დრონების გადაადგილების რუკა გამოჩნდა | ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრემიერმინისტრის, სერგეი კორეცკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ადგილობრივი IT-კომპანიების ერთობლივი პროექტია.
"საჰაერო თავდასხმების დროს მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის თითოეულ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ჰქონდეს სწრაფი წვდომა ოფიციალურად გადამოწმებულ მონაცემებზე და დრო არ დახარჯოს არასანდო წყაროებში ინფორმაციის ძებნაში" | აღნიშნა პრემიერმინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე განმარტა, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, რუკაზე ასახული მონაცემები სავარაუდო ხასიათისაა და სამიზნეების ზუსტ ადგილმდებარეობას რეალურ დროში არ აჩვენებს.