უცხოეთი ციტატა

პრობლემა ის არის, რომ სანქციები მხოლოდ რუსეთს არ ეხება, ტრამპს სურს, ეს პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, რა გავლენას მოახდენს სანქციებისა და ტარიფების დაწესება გლობალურ ეკონომიკაზე | რუბიო

18 ოქტომბერი, 2026 - 10:20

"პრობლემა ის არის, რომ ეს სანქციები მხოლოდ რუსეთს არ ეხება. ისინი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინდოეთისა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ დაწესებულ ტარიფებსაც მოიცავს. ვფიქრობ, პრეზიდენტს სურს, ეს 60-დღიანი პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, თუ რა გავლენას მოახდენს სანქციებისა და ტარიფების დაწესება გლობალურ ეკონომიკაზე და თავად აშშ-ის ეკონომიკაზეც. ვფიქრობ, კანონპროექტის მიღებისას ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მასში გამონაკლისები გაითვალისწინეს, სწორედ ის იყო, რომ საჭირო იქნებოდა გარკვეული პერიოდი ყველა ამ საკითხის შესასწავლად" | განაცხადა მარკო რუბიომ.