უცხოეთი

საპროტესტო აქციებია იტალიაშიც - დემონსტრანტები საწვავის გაძვირებას, დაბალ ხელფასებს, ჯანდაცვისა და განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ

18 ოქტომბერი, 2026 - 14:56

საპროტესტო აქციებია იტალიაშიც - დემონსტრანტები საწვავის გაძვირებას, დაბალ ხელფასებს, ჯანდაცვისა და განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც შავებში ჩაცმულმა რადიკალურმა ჯგუფებმა ქალაქის სიმბოლოს - მილანის საკათედრო ტაძრის წინ ცეცხლი დაანთეს, პოლიციას ასაფეთქებლები და ქვები დაუშინეს, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაზიანდა მაღაზიები და ქალაქის ცენტრში არსებული ობიექტები. 

დაკავებულია 50-მდე ადამიანი.