კანადაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით მძიმედ დაშავდა
კანადაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით მძიმედ დაშავდა | ინფორმაციას Telegraph კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, სამართალდამცავები ალბერტას შტატში მდებარე „უეინრაიტის“ სამხედრო ბაზაზე შაბათს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, სასწავლო ზონაში გაჩენილი ხანძრის გამო გამოიძახეს. გამოცემა წერს, რომ აფეთქების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. თავდაცვის მინისტრის თქმით, კანადის შეიარაღებული ძალები და RCMP მომხდარზე ერთობლივ გამოძიებას აწარმოებენ.
"ღრმა მწუხარებით გიდასტურებთ, რომ ბაზაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად არიან როგორც დაღუპულები, ასევე დაშავებულები“ | განაცხადა კანადის თავდაცვის მინისტრმა, დევიდ მაკგინტიმ.
Telegraph-ის ცნობით, ქარის მკვეთრმა ცვლილებამ და 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის ქარიშხალმა ცეცხლი მიმდებარე ქალაქ უეინრაიტისკენ გავრცელა. მუნიციპალიტეტის განცხადებით, ადგილობრივი დროით 23:00 საათისთვის ქალაქის სამხრეთით ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა.