მადლობა ყველას, ვინც ჩემთვის ლოცულობდა. მე ნამდვილად ვიგრძენი თქვენი მხარდაჭერა | რომის პაპი
რომის პაპი ლეონ XIV ოპერაციისა და საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ დღეს პირველად მიესალმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებულ მორწმუნეებს:
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ბოლო დღეებში ჩემთვის ლოცულობდა. მე ნამდვილად ვიგრძენი თქვენი მხარდაჭერა. გმადლობთ! განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ ექიმების, ექთნებისა და „ჯემელის“ საავადმყოფოს მთელი პერსონალის მიმართ. ამ გამოცდილებამ განსაკუთრებით დამაახლოვა იმ ადამიანებთან, რომლებიც ავადმყოფობას ან სისუსტეს ებრძვიან. ახლა, როდესაც ეს რთული ეტაპი უკან მოვიტოვე, როგორც იცით, თანდათან დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას - რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნითა და თქვენი ლოცვებით“. | აღნიშნა პაპმა.
მას გასულ კვირას ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ოპერაცია ჩაუტარეს.