შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება განაახლა | ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება განაახლა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია NBC-ის ეთერში ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-თან მოლაპარაკებები შესაძლოა უკვე მიმდინარე კვირაში გაიმართოს.
რა პირობებით აღდგა სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება უკრაინისთვის, უცნობია.
ინფორმაციის რამდენიმედღიანმა ბლოკირებამ უკრაინას მძიმე დარტყმა მიაყენა. 13 ოქტომბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარტნიორებისგან ინფორმაციის არქონის გამო, უკრაინამ ვერ მიიღო ადრეული გაფრთხილება კიევზე რუსული ბალისტიკური რაკეტების იერიშზე, რამაც მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევა გამოიწვია. ზელენსკის თქმით, სადაზვერვო მონაცემებს კიევს ბევრი სხვა ქვეყანა აწვდის, თუმცა ბალისტიკურ თავდასხმებზე ხელი მხოლოდ შეერთებულ შტატებს მიუწვდება.