უცხოეთი

უკრაინელების თავდასხმის შედეგად სანქტ-პეტერბურგთან Ozon-ის 79 000 კვ.მ-ის საწყობი დაიწვა

18 ოქტომბერი, 2026 - 16:40

უკრაინელების თავდასხმის შედეგად სანქტ-პეტერბურგთან Ozon-ის 79 000 კვ.მ-ის საწყობი დაიწვა | ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ძლიერი ხანძარი პეტრო-სლავიანკაში, PNK Sofiyskaya KAD-ის ლოგისტიკურ პარკში მდებარე Ozon-ის ობიექტზე გაჩნდა. მათივე ცნობით, 2020 წელს აშენებული კომპლექსი 79 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და სრულად იჯარით აქვს აღებული რუსეთის ელექტრონული კომერციის გიგანტს.

გამოცემა წერს, რომ დაპროექტების მიხედვით, ამ სტრატეგიულ სადისტრიბუციო ჰაბს 5.5 მილიონზე მეტი დასახელების პროდუქტის შენახვა და დღეში 140,000-მდე ამანათის დამუშავება შეეძლო. იგი მთელ ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფდა. ამ ეტაპზე მატერიალური ზარალის ზუსტი ოდენობა და კომპანიის ლოგისტიკაზე მიყენებული ზიანი ზუსტდება.

დღეს უკრაინამ რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში Ozon-ის საწყობი დრონებით დაბომბა.