უცხოეთი

ჯანდაბა, ნუ უშვებთ რუსებს ევროპაში | ლატვიის პრემიერმინისტრი

18 ოქტომბერი, 2026 - 21:03
ლატვიის პრემიერმინისტრი ანდრის კულბერგსი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯით ევროპა რუსეთიდან მომავალი ახალი ჰიბრიდული საფრთხეების თავიდან აცილებას შეძლებს.
 
 "ჯანდაბა, ნუ უშვებთ რუსებს ევროპაში. როგორ შეიძლება აგრესორებსა და ამ ყველაფრის ორგანიზატორებს კვლავაც ჰქონდეთ ვიზების მიღების შესაძლებლობა? მაშინ, როცა ჰიბრიდული საფრთხეები სწორედ იქიდან მოდის, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ვიზების გაცემას მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს ფულის შოვნის წყაროა?! კარგით, რა“ | ამბობს ლატვიის პრემიერმინისტრი Financial Times-თან ინტერვიუში