„ვინც ძარცვაში მიიღო მონაწილეობა, მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოუწევს, ხოლო ისინი, ვინც რესპუბლიკის დამხობას ცდილობდნენ, პასუხს აგებენ“ | მაკრონი
„ვინც ძარცვაში მიიღო მონაწილეობა, მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოუწევს, ხოლო ისინი, ვინც რესპუბლიკის დამხობას ცდილობდნენ, პასუხს აგებენ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგი ერისადმი საგანგებო მიმართვისას
„თავდასხმა განხორციელდა საჯარო დაწესებულებებზე, მაღაზიებსა და მუნიციპალურ შენობებზე. ზოგიერთი მათგანი განადგურდა. ასობით პოლიციელი დაშავდა. როდესაც კადრებს ვუყურებდით, ყველას გვიჩნდებოდა კითხვა: რა ხდებოდა მათ გონებაში? როგორ შეუძლიათ ფრანგებს, ასე მოექცნენ საფრანგეთს? მათ, ვინც ძარცვაში მიიღო მონაწილეობა, მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოუწევთ, ხოლო ისინი, ვინც რესპუბლიკის დამხობას ცდილობდნენ, პასუხს აგებენ. [...] ამაღამ ყველანი რისხვასა და სირცხვილს განვიცდით. აუცილებელია გამიჯვნა იმ მომიტინგეებს შორის, რომლებსაც სამართლიანი მოთხოვნები აქვთ, მათგან, ვინც ანადგურებდა, ამსხვრევდა და ძარცვავდა“, - განაცხადა მაკრონმა.მისივე თქმით, ქვეყანაში უკონტროლო ძალადობას „რადიკალური ულტრამემარცხენე ჯგუფების ამბოხისკენ მიდრეკილი ელემენტები“ ახორციელებენ, რომლებსაც „მრავალი კრიმინალიც“ შეუერთდა