უცხოეთი

რუსებმა კიევს ღამით ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს

19 ოქტომბერი, 2026 - 09:06

1 დაღუპული და 8 დაშავებული | ამ დროისათვის არსებული მონაცემებით უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმის შედეგი ასეთია. კიევზე იერიშები ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა. დედაქალაქის სამ რაიონში საცხოვრებელი შენობები დაზიანდა. დაზიანებულია კიევის მეტროს ერთ-ერთი სადგურიც.