საზოგადოება

ტელეწამყვან ვახო სანაიას Facebook-ზე დაწერილი პოსტების გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

19 ოქტომბერი, 2026 - 11:59

ტელეწამყვან ვახო სანაიას Facebook-ზე დაწერილი პოსტების გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს | გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოაცხადა

სანაიას შსს 2 პოსტისა და 1 ვიდეოს გამო ედავება: „გენიალური ამბავი მაქვს შსს მიჩივის ფეისბუქზე დაწერილი ორი სტატუსისა და ერთი ვიდეოს გამო. პირველი სტატუსი 22 ივლისსაა დადებული დაჭერამდე რამდენიმე წუთით ადრე; მეორე სტატუსი დაწერილია ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ;

მესამე - ვიდეო მეყლენბურგობაზე. ,,ჩემი ცოლის დაქალებიდან" ეგონა გუნავას ფრაგმენტი ,,შენ შე**ა, შვილო, ეშმაკმა"“, - დაწერა სანაიამ 1 ოქტომბერს სოციალურ ქსელში 

სანაიას პოსტების შინაარსი კი ასეთია: “14 დღე *ლეები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს [პაპუაშვილი და ბოჟაძე]. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს". „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, **ეებს ნუ დაუძახებთ მეთქი-დამაპატიმრეს.

ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, **ეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე ხო? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!" 

Facebook-პოსტის გამო სანაიასთვის ეს უკვე მეორე პატიმრობაა. ის ივლისში ამავე მიზეზით 2 კვირით დააპატიმრეს. იქამდე კი პაპუაშვილის შეურაცხყოფის საბაბით 6 000 ლარითაც იყო დაჯარიმებული