მეამაყება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამებრძოლი ვიყავი, ვარ და ვიქნები | ლუკა კურტანიძე
"სააკაშვილის დროში ნუ გეშლებათ დღევანდელი დრო. მოსამართლეც სააკაშვილი იყო, პროკურორიც სააკაშვილი იყო და მმართველიც სააკაშვილი იყო. მე მეამაყება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამებრძოლი ვიყავი, ვარ და ვიქნები" | თქვა დღეს ოცნების ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესს ესწრებოდა. თავად ღარიბაშვილი კი სხდომაზე არ მივიდა.
ექსპრემიერის წინააღმდეგ რიგით მეორე ბრალდების საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა. ბრალდების თანახმად, ღარიბაშვილს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბურჭულაძემ ბიზნესმენისგან აღებული ფული - 750 000 ლარი ეტაპობრივად, ქეშად, ქრთამის სახით გადასცა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ღარიბაშვილს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.