არც პრაგმატული და არც მორალური თვალსაზრისით, პუტინის ადგილი არ არის პრეზიდენტ ტრამპსა და სი ძინპინთან ერთ მაგიდასთან | სიბიჰა
"უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის გამართულმა სამმხრივმა შეხვედრამ შესაძლოა ომის უფრო სწრაფად დასრულებას შეუწყოს ხელი. რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერთა სამმხრივი შეხვედრა კი სრულიად საპირისპირო შედეგს გამოიღებს - პუტინს ამ ომის გაგრძელებისკენ უბიძგებს. პუტინის ასეთ შეხვედრაზე მიწვევა მას ისეთ სტატუსს მიანიჭებს, რომელსაც ის არ იმსახურებს.
ის არ არის გლობალური ლიდერი; ის ომის დამნაშავეა. რუსეთი კი არ არის გლობალური ძალა, არამედ - გლობალური პრობლემა.
რუსეთის ეკონომიკა, სულ მცირე, 13-ჯერ მცირეა ამერიკის ეკონომიკაზე და 8-ჯერ ჩინეთისაზე; ის, ისევე როგორც რუსეთის მოქალაქეთა ცხოვრების დონე, სწრაფად მცირდება. რუსეთმა 1,6 მილიონი ჯარისკაცი დაკარგა (დაღუპულებისა და დაჭრილების სახით) იმ წარუმატებელ ომში, რომლის მოგებაც არ შეუძლია, თუმცა არც დასრულება სურს.
მკაცრი სანქციების პირობებში, რუსეთის ტექნოლოგიური სექტორი, მრეწველობა და ბიზნესი სტაგნაციას განიცდის. არც პრაგმატული და არც მორალური თვალსაზრისით, პუტინი ადგილი არ არის პრეზიდენტ ტრამპსა და სი ძინპინთან ერთ მაგიდასთან.
ერთადერთი, რაც მას ამ მაგიდასთან ადგილს მოუპოვებდა, მშვიდობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნებოდა - მაგალითად, მსგავსი შეხვედრის გამართვამდე ცეცხლის შეწყვეტის წინადადების მიღება. ამის ნაცვლად, ვხედავთ საპირისპიროს: მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ტერორის გაძლიერებას. ვიდრე ის ამ ტერორს აგრძელებს, მისთვის არცერთ მაგიდასთან ადგილი არ უნდა იყოს." | ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
ანდრეი სიბიგა ამ განცხადებით გამოეხმაურა Wall Street Journal-ის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პუტინმა წამოაყენა წინადადება, რომ უკრაინის საკითხზე სასაუბროდ მომავალ თვეში ტრამპსა და სი ძინპინს შეხვდეს. გამოცემის წყაროების ცნობით, მიზანი ოთხწლიანი კონფლიქტის დასრულებაზე ისეთი შეთანხმების მიღწევის მცდელობაა, რომელიც მოსკოვის ინტერესებს მოემსახურება.