პარტიების აკრძალვა ქმნის ფუნდამენტური თავისუფლებების, დემოკრატიული პლურალიზმისა და სამართლიანი პოლიტიკური კონკურენციისთვის ძირის გამოთხრის საფრთხეს | ევროკომისია
„ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მთავარი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელებს. მათ შორის, რა თქმა უნდა, იმ მოვლენებსაც, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ვითარდება. ეს მოვლენები - საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მანამდე გაკეთებულ განცხადებებთან ერთად, მიუთითებს მართლმსაჯულების სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზაციაზე. ეს ქმნის ფუნდამენტური თავისუფლებების, დემოკრატიული პლურალიზმისა და სამართლიანი პოლიტიკური კონკურენციისთვის ძირის გამოთხრის საფრთხეს. შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და გავაგრძელებთ მათზე დაკვირვებას“ | განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა კრისტიან უიგანდმა ევროსკოპის შეკითხვის პასუხად, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ დაგეგმილ განხილვებს შეეხებოდა
პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს იწყება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ოპოზიციამ ამ დღეს ბათუმში სასამართლოს მიმდებარედ საპროტესტო აქციაც ჩანიშნა. აქცია 11:00 საათზე დაიწყება