2025 წელს ქვეყანა 20-დან 29 წლამდე ასაკის 31 828-მა ადამიანმა დატოვა
2025 წელს ქვეყანა 20-დან 29 წლამდე ასაკის 31 828-მა ადამიანმა დატოვა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მეტი, (17 105) ემიგრანტი 25-29 წლის ასაკობრივ სეგმენტს წარმოადგენს, ხოლო 20-24 წლის ასაკის 14 723 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში. ასევე, მონაცემების მიხედვით, 60-დან 80 წლამდე ჯამში ემიგრაციაში წავიდა 8 ათასზე მეტი ადამიანი. 2025 წელს საქართველოდან ემიგრაციაში სულ 114 374 ადამიანი წავიდა, მათგან 68 152 კაცი და 46 222 ქალია. 2024 წელს კი ემიგრაციაში 121 425 ადამიანი წავიდა