რომის პაპმა პუტინთან საუბრის შემდეგ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკის შესახებ ზელენსკისთანაც ისაუბრა
რომის პაპმა ლეო XIV-მ სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან - იუწყება უკრაინის სამოციქულო საყდრის საზოლგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
"მისმა უწმინდესობამ გამოთქვა იმედი, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა უზრუნველყოფს სურსათისა და სამედიცინო დახმარების მიწოდებას, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობით და უსაფრთხო ევაკუაციას. დასასრულს, წმინდა მამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სამოციქულო საყდრის ერთგულება დიალოგისა და მშვიდობის ხელშეწყობისადმი“ - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ანდრეი სიბიჰამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაეძლიერებინათ ზეწოლა რუსეთზე, რათა მას შეეწყვიტა ოლეშკის ალყა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა კაია კალასმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირი ოკუპირებულ ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარების მიტანას ცდილობს