პოლიტიკა
ოპოზიციის წარმომადგენლები ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს შეხვდნენ
20 ოქტომბერი, 2026 - 13:00
ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს იმ ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვდნენ, რომელთა აკრძალვის პროცესიც საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალიდან იწყება.
შეხვედრა ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა და მას „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი, „ფედერალისტების" ლიდერი გიგა ბოკერია,„ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი ანა ბუჩუკური ესწრებოდნენ.
შეხვედრიდან გამოსულ ოპოზიციის ლიდერებს დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა განაცხადეს, რომ საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.