უცხოეთი

საფრანგეთში არეულობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 1.2 მილიარდ ევროს გადააჭარბოს

21 ოქტომბერი, 2026 - 11:02

საფრანგეთში არეულობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 1.2 მილიარდ ევროს გადააჭარბოს | ინფორმაციას სააგენტო DBRS Morningstar ავრცელებს და წერს, რომ 3 000-ზე მეტი მაღაზია და ბიზნეს ობიექტი დაზიანდა, რაც ორჯერ აღემატება თავდაპირველ მონაცემებს. მათივე ცნობით, სერიოზულად დაზიანდა მსხვილი საცალო ქსელები და ლუქს-ბრენდების ბუტიკები.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთმა 2026 წლის თებერვალში მიიღო კანონი არეულობის რისკების სავალდებულო დაზღვევისა და სახელმწიფო გარანტიების შესახებ, აღნიშნული მექანიზმი ჯერ ამოქმედებული არ არის. შედეგად, ზარალის ანაზღაურების ტვირთი პირდაპირ კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და საერთაშორისო გადამზღვეველებზე გადადის. საფრანგეთის ხელისუფლებამ დაზარალებული ბიზნესების დასახმარებლად სპეციალური მხარდაჭერის ფონდი და თანამშრომელთა სუბსიდირების (ნაწილობრივი უმუშევრობის) პროგრამა გამოაცხადა.