მოხარული ვიქნები თუ სამართლებრივად გაგვიწევენ ოპონირებას, მაგრამ ეჭვი მეპარება - ალბათ, შეეცდებიან სანახაობრივი შოუ მოაწყონ | თენგიზ შარმანაშვილი
"ისინი [ოპოზიცია] ალბათ შეეცდებიან სანახაობრივი შოუ მოაწყონ იმიტომ, რომ სამართლებრივი არგუმენტები მათ თითქმის არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ, იმდენად მყარი მტკიცებულებები გაგვაჩნია ჩვენ. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი და ამისთვის ვემზადებით. რა თქმა უნდა, გათვალისწინებული გვაქვს, რომ ჩვენი ოპონენტები შეიძლება ასე არ მოიქცნენ, მაგრამ აქ ჩვენ უძლურები ვართ. ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და ალბათ მიუთითებს, რომ დაბრუნდნენ სამართლებრივ სივრცეში. ჩვენ, იმთავითვე აღვნიშნეთ, რომ მიზანშეწონილობა ამ ეტაპზე არაფერ შუაშია. შუაშია ის, არის თუ არა ესა თუ ის ორგანიზაცია არაკონსტიტუციური და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებს ჩადიოდა და ჩადის თუ არა ამჟამად. ამიტომ, ახლა ჩვენ დავიწყოთ იმაზე ფიქრი, რომ მართალია არაკონსტიტუციურია, მართალია კონსტიტუციას არღვევენ, მაგრამ მოდი მიზანშეწონილი არ არის და ხომ არ აგვეღო ამ საკითხზე ხელი, თვითონ მიდგომა არ არის სწორი იმიტომ, რომ არაკონსტიტუციური ორგანიზაცია საქართველოში არ უნდა ფუნქციონირებდეს. ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილია თუ არა [IPN]“ | ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.