ნიუ-იორკის მერმა მოსწავლეების უმეტესობას ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ერთი წლით აუკრძალა
ნიუ იორკის მერმა მოსწავლეების უმეტესობას ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ერთი წლით აუკრძალა - ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
"ბავშვებს სწავლისა და განვითარებისთვის მასწავლებლები და ადამიანური კავშირი სჭირდებათ. მათ თანატოლებთან ერთად უნდა განავითარონ უნარები, დაამყარონ ურთიერთობები პედაგოგებთან და რთულ პრობლემებს დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ" - განაცხადა ზოჰრან მამდანიმ.
გამოცემა წერს, რომ ახალი ცვლილებით, სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტით დაახლოებით 600 000 საჯარო სკოლის მოსწავლეები ვეღარ ისარგებლებენ. მათივე ცნობით, აკრძალვა პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით მყოფ მოსწავლეებს შეეხებათ. ნიუ იორკის მერის თქმით, მასწავლებლები ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ სასწავლო პროცესისა და გაკვეთილების დაგეგმვაში გამოიყენებენ.