პოლიტიკა ციტატა

რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია | კობახიძე

21 ოქტომბერი, 2026 - 14:27

რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია | თქვა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. 

"რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება... დარწმუნებული ვართ, ბატონი გიორგი ზურაბაშვილი, მისი ცოდნითა და გამოცდილებით, საუკეთესოდ შეასრულებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისთვის დაკისრებულ ამოცანებს“- თქვა ირაკლი კობახიძემ.