უკრაინაში პლატფორმა Ukrposhta Market-ი 10 მილიონზე მეტი დასახელების პროდუქტის უფასო მიწოდებას უზრუნველყოფს მაშინაც კი, როდესაც განგაშის სირენებია ჩართული
უკრაინაში პლატფორმა Ukrposhta Market-ი 10 მილიონზე მეტი დასახელების პროდუქტის უფასო მიწოდებას უზრუნველყოფს მაშინაც კი, როდესაც განგაშის სირენებია ჩართული | ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ უკრაინის ეროვნულმა საფოსტო ოპერატორმა "Ukrposhta"-მ, კომპანია „Kasta"-სთან პარტნიორობით, ახალი მარკეტფლეისი Ukrposhta Market-ი წარადგინა. კომპანიის გენერალური დირექტორის, იგორ სმილანსკის განცხადებით, ახალი პლატფორმის მთავარი მიზანი ომის პირობებში მოსახლეობის პირველადი საჭიროების ნივთებით შეუფერხებელი უზრუნველყოფაა.
"ეს არ არის უბრალოდ მორიგი მარკეტფლეისი, არამედ უნიკალური პროექტია საკუთარი პოზიციონირებით, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემს უკრაინის ნებისმიერ წერტილში მიიღონ ყველაფერი, რაც სჭირდებათ, მაშინაც კი, როდესაც განგაშის სირენებია ჩართული და ახლომდებარე მაღაზიები დაკეტილი“ | განაცხადა სმილანსკიმ