უცხოეთი ციტატა

„თქვენ იმდენს საუბრობთ ტრამპზე, როგორც ჰუმანისტზე. თქვენც ჰუმანისტი ბრძანდებით, მე მივესალმები ამას, აღფრთოვანებული ვარ თქვენით და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“ | უიტკოფი

21 ოქტომბერი, 2026 - 20:03

„თქვენ იმდენს საუბრობთ ჩემს პრეზიდენტზე, პრეზიდენტ ტრამპზე, როგორც ჰუმანისტზე. თქვენც ჰუმანისტი ბრძანდებით, ბატონო, მე მივესალმები ამას, აღფრთოვანებული ვარ თქვენით და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“ | ასე შეაქო აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა სანქტ-პეტერბურგში პირისპირ შეხვედრისას რუსეთის მმართველი ვლადიმერ პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტი ომის დამნაშავეა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წელს პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა უკრაინაში კრემლის შეჭრის შემდეგ ბავშვების იძულებითი დეპორტაციის გამო.